Thursday, October 13, 2016


ტრენინგის მერვე დღე იყო საინტერესო, მაგრამ ინფორმაციული თვალსაზრისით  ჩემთვის უფრო რთული. გავიარეთ შეფასების მოკლე ჩარჩო, გავეცანით პროცედურების გაწერის სპეციფიკას და იმედს ვიტოვებ, რომ შევძლებ ჩემი პროექტის მიმდინარეობის პროცედურების გაწერას. ასევე ვიმუშავეთ შეფასებების რუბრიკებზე , რაც აქტუალურია პროექტის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე.. გმადლობთ ჩვენთან ერთად  მუხლჩაუხრელი შრომისათვის. ძალიან, ძალიან  გაფასებთ და გვიყვარხართ!

Tuesday, October 11, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღემ წარმატებით ჩაიარა. გავეცანით შეფასების გეგმას და სტრატეგიებს, პროექტის მსვლელობის ეტაპებს.განვიხილეთ სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები. ვიმუშავეთ აუდიტორიაში და მივიღეთ  საშინაო დავალებები.
გმადლობთ დღევანდელი დღისთვის დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ.

Thursday, October 6, 2016

ესეც ჩვენი ტრენინგის მეექვსე დღეც დასრულდა! სერიოზულ დავალებებს როგორც იქნა თავი გავართვი,  შევქმენი შედევრი ,,მოსწავლის ნიმუშის " სახით , რაც მახარებს. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე და მოსწავლეთა თავისებურებებზე.                  ვფიქრობ დღემ ნაყოფიერად ჩაიარა. 
გმადლობთ თეო ჩვენი გაძლებისა და ჩვენთან გატარებული ყოველი საათისათვის.
ნახვამდის!                 

Tuesday, September 27, 2016

მესამე დღის რეფლექსია

სამი დღის  მანძილზე სიამოვნებით ვესწრებოდი პროექტით სწავლების ტრენინგს. თემა  საკმაოდ რთულია და სერიოზულ მიდგომას მოითხოვს, მაგრამ საჭირო და აქტუალური. ქალბატონი თეონას მცდელობით , თანადგომით  და მაღალ პროფესიული მიდგომით  უფრო გაგვიადვილდა ასათვისებელი მასალა. საქმიანი, სასიამოვნო და კეთილგანწყობილი გარემო აუდიტორიაში დამეხმარა მოტივაციის ამაღლებაში და ბევრ სიახლეს და საჭირო ტექნოლოგიურ უნარს დავეუფლე.
 ვფიქრობ, ეს დღეები ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის და იმედის თვალით ველოდები, რომ დაეუფლები პროექტით სწავლების ტექნოლოგიებს, რაც უფრო ეფექტურს და საინტერესოს გახდის ჩემს საქმიანობას.
მადლობა მასწავლებლის სახლს, რომელისც ასე ზრუნავს ჩვენი პროფესიული განვითარებისათვის და ქალბატონ თეონა ლოთიკაშვილს, რომელის  ტრენინგები ყოველთვის საიტერესოა და სიამოვნებით ვესწრები.